Tuesday, August 9, 2011

პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:   სკოლა თამბაქოს გარეშე
2. პროექტის მოკლე აღწერა:  სკოლაში თამბაქოს მოხმარების რეალური აკრძალვა და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინფორმაციის მოსაძიებლად  იღებენ ინტერვიუს ბიოლოგიის , ფიზიკური აღზრდის, გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებლების და მედიცინის მუშაკებისაგან,სოფელში მცხოვრები კომპეტენტური პირებისაგან.ატარებენ    შეხვედრებს.აქციის მსვლელობისას  გამოავლენენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და თხოვნით  მიმართავენ დაეხმარონ მოსწავლეებს საორგანიზაციო ხარვეზების აღმოფხვრაში. ინფორმაციის მოძიების შემდეგ განიხილავენ და გააცნობიერებენ, რომ პროექტის განხორციელებისას ნებისმიერი მათი მოქმედება , არ უნდა იყოს რომელიმე ადამიანის პირადი ღირსების შემლახველი (მაგ. მწეველის ცუდ მაგალითად დასახელება ,  უნიათობაში ან თამბაქოს რეალიზაციაში პიროვნული დადანაშაულება). გამოუშვებენ  კედლის   გაზეთს „ჯანსაღი ცხოვრების წესი „ .ამზადებენ პლაკატებს, რომელსაც გააკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
4. მონაწილეთა  ასაკი:  16    17 წელი. XI-XIIკლასი.
5. ვადები, ხანგრძლივობა: 7 მარტიდან – 7 აპრილამდე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: თემის შერჩევა. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება. პროექტის გეგმის შემუშავება. მოვალეობის გადანაწილება ჯგუფში, მათი შესაძლებლობის და უნარის მიხედვით. პლაკატების გაკეთება–,, ჯანსაღი წესის დანერგვა ყველასათვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და აუცილებელი,,   გაზეთის გამოშვება,ჩანახატების გაკეთება.
7. მოსალოდნელი შედეგები: განუვითარებს მოზარდს უნარს, რომ სწორად განსაზღვროს კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, და მისცემს მას, სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობებს. მოსწავლეები შეძლებენ: პრობლემის ინდეტიფიცირებას,ინფორმაციის მოძიებას,საზოგადოებასთან ურთიერთობას.გამოუმუშავდებათ უნარი კვლევის, ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებითობის, გარემოზე პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, ნამუშევრის ორგანიზების.
8. სარგებელი  სხვებისათვის: სკოლის ყველა მოსწავლე გაეცნობა ნამუშევრებს და გააცნობიერებს თამბაქოს მავნებლობას.
9. სამუშაო ენა:  ქართული
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ავტორის სახელი: მზია ბარამიძე.
13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა: mziabaramidze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: 
15. პროექტის ვებ-გვერდი:

Sunday, August 7, 2011

ჩემი სოფელი

ჩემი სოფელი ჩოხატაურის ცენტრიდან 25კმ – ით არის დაშორებული. სოფლის მარჯვენა მხრიდან მიედინება მდინარე სუფსა.